იტალიური ბრენდი , რომელიც დაარსდა 1998 წელს, აწარმოებს უმაღლესი კლასის ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ ინგრედიენტებზე და ეთერზეთებზე დამზადებულ თმის მოვლის პროფესიონალურ საშუალებებს. Artego-ს პროდუქტების წარმოება ხდება მხოლოდ კომპანიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, რაც იძლევა ხარისხისა და საბოლოო შედეგზე აბსოლუტური კონტროლის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე მრავალი სხვადასხვა ბრენდის პროდუქციაა ხელმისაწვდომი, არტეგოს წამყვანი პოზიციები უკავია და წარმოადგენს ერთერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, სადაც მათი ოფიცალური წარმომადგენლები ვართ ჩვენ – Artego Georgia.

Artego Georgia – ყოველდღიურად ვცდილობთ სტაბილურ განვითარებას, ინოვაციური პროდუქტების შემოთავაზებას და რაც მთავარია ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების და მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენი პროდუქტი დამზადებულია იმ პროფესიონალთა ჯგუფის მიერ, რომელიც მოღვაწეობს პროფესიული კოსმეტიკის დარგში და მოიცავს ქიმიკოსებს, ტექნიკოსებს, კოლორისტებს და კომერციული, ფინანსური და მარკეტინგის მიმართულებების სპეციალისტებს.

კომპანიის მფლობელობაშია მაღაზიაშოუ რუმი, რომელიც მდებარეობს სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში და ასევე სილამაზის სალონი, რომელშიც ხორციელდება მაღალი ხარისხის სალონური მომსახურება  მხოლოდ Artego –ს ბრენდის ოფიციალური პროდუქციით.
ჩვენ გუნდს წარმოადგენენ პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერები და  კოლორისტები, რომლებიც მოგამარაგებენ რჩევებით, თუ როგორ იზურნოთ საკუთარ სილამაზეზე!